,,მე ვხედავ მზეს”


დავინტერესდით არსებობდა თუ არა ქალაქში უსინათლოთა სკოლა .ქალაქის ცნობათა ბიუროში მოვიკითხეთ უსინათლოთა საზოგადოების ტელეფონის ნომერი და დავუკავშირდით ამავე საზოგადოების თავმჯდომარეს.

გრიბოედოვის 67   მიუვალი,მოუწესრიგებელი გზა (საგზაო-სარემონტო სამუშაოები ქალაქის ამ უბანშიც მიმდინარეობს). კითხვა-კითხვით, ხტუნვა-ხტუნვით მივაგენით ამ საზოგადოებას. საკითხავია, როგორ მოძრაობენ ამ გზაზე უსინათლოები, სადაც არცერთი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი არ დადის . გავესაუბრეთ საზოგადოების თავმჯდომარეს, უსინათლოებს.მათგან იმდენად თბილი და დადებითი ემოცია მოდიოდა ,რომ სრულიად დაგვავიწყდა რომ ვესაუბრებოდით უსინათლოებს.საუბრობენ, ხუმრობენ, იქცევიან ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები . არადა შეიძლება რამდენ ტკივილს გრძნობენ .წარმოგიდგენიათ თუნდაც ერთი საათით თვალახვეულმა რომ იაროთ? ალბათ გაგიჭირდებათ სიცოცხლე,გაბრაზდებით ყველაზე და ყველაფერზე .ამ ადამიანებმა კი შეძლეს შიშის , მარტოობის დამარცხება,აღარ არიან სხვებზე დამოკიდებულები.გელა მეკეიძე-წისქვილში მუშაობს,რუსლან შანთაძე ბიბლიოთეკაში.ერთი დირექტორის მოადგილეა, მეორე მცირე მეწარმე, ზოგი დამლაგებელი…   რაც შეეხება სკოლას , ასეთი სკოლა აჭარაში არ არსებობს,სადაც ბავშვებს შეეძლებათ განათლების მიღება და ბრაილის შრიფტის შესწავლა.

რუსლან  შანთაძემ ბრაილის შრიფტი თავისით შეისწავლა და ეხლა სხვას ეხმარება.

Continue reading

,,შემოქმედების”აღმოჩენა…


როცა გალამაზებულ ბათუმს ხედავ გული სიამაყით გევსება .ქალაქში იმდენი კარგი შენობა შენდება რომ,ჩვენი ბლოგი ალბათ ვერც დაიტევს.მაგრამ მას მოვლა სჭირდება .ყველა სილამაზეს სხვადასხვაგვარად აღიქვამს,ზოგისთვის სილამაზე მოხატული კედლებია ზოგისთვის კი…სილამაზე ის კი არაა როცა გიხარია შენი სახელი კედელს რომ ამშვენებს არამედ როცა შენი შემოქმედება სხვასაც ახარებს და არავის და არაფერს არ ვნებს.სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: ვანდალიზმი-ეს არის საზოგადოების,ან კერძო პირების კუთვნილი კულტულური და მატერიალური ფასეულობების მიმართ განხორციელებული ქმედება,რაც ამ ფასეულობების უაზრო,სასტიკ,ბოროტ და უმეცარ განადგურებაში გამოიხატება.გავედით ქალაქში,ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია ამ ,,შემოქმედების”აღმოსაჩენად…

Continue reading

იმგზავრეთ ჩვენთან ერთად…


ქალაქში გადაადგილება  დღესდღეობით ნაკლებად კომფორტულია.თითქმის ყველა ქუჩა მოუწესრიგებელია (ძველი ბათუმის გარდა).ყველასთვის ნათელია რომ ბათუმი დღითიდღე ლამაზდება მაგრამ ზოგი ფაქტი კადრს მიღმა რჩება,მოუწესრიგებელი , გადაჭედილი,უსუფთაო სამარშუტო ტაქსები,მოუწესრიგებელი ქუჩები ,ზოგჯერ შემაწუხებელი მელოდიები და მძღოლების ლანძღვა-გინებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ეს ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს.აი ჩვენი ექსპერიმენტის შედეგი

მარშუტის საწყისი...

მარშუტის საწყისი...

3 წამის შემდეგ...

3 წამის შემდეგ...

Continue reading

დელფინარიუმი ბათუმში


,,6 მაისის” პარკის მშვენებაა ბათუმის დელფინარიუმი .რამოდენიმე წლის უკან დაიშალა ძველი დელფინარიუმი და მის ნაცვლად ახალი თანამედროვე სტანდარტების დელფინარიუმი აშენდა.ქალაქში ხმები დადიოდა თითქოს შავ ზღვაში  დაიჭირეს დელფინები,რაც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.საერთაშორისო კონვენცია: შავ ზღვაში სამი სახეობის დელფინი ბინადრობს. საქართველოს კანონმდებლობით, სამივე მათგანის დაჭერა აკრძალულია. რაც შეეხება შავი ზღვის აფალინას, ის გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო CITES-ის, CMS-ის და  ACCOBAM) კონვენცია იცავს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ACCOBAM -ის (შავი და ხმელთაშუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ) კონვენცია, რომელიც მონაკოს პრინცის პატრონაჟით 1979 წელს შეიქმნა.

მაგრამ გაირკვა რომ დელფინები იაპონიიდან ჩამოიყვანეს.დელფინარიუმის ბინადრების იაპონიიდან ტრანსპორტირებას 14 საათი დასჭირდა. შვიდი დელფინი სპეციალურ კონტეინერში იყო მოთავსებული და მათი უსაფრთხოებისთვის სატვირთო თვითმფრინავში საგანგებო მიკროკლიმატი იყო შექმნილი. დელფინები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საჩუქარია. პროექტის განხორციელება იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა.როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციამ გვითხრა ამჟამად დელფინარიუმში კარანტინია გამოცხადებული და დელფინარიუმის გახსნა ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონისთვის იგეგმება .ბათუმის სიმბოლო ,, ქოლგიანი დელფინი” პირვანდელ სტატუსს იბრუნებს.

Continue reading

დედას! ♥


ყველას გილოცავთ დედის დღეს! ეს არის  ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელის მარიამ ღლონტის ჩანახატი. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ იქნებ უფრო მეტად დავაფასოთ დედა.

,, შენთან ხომ მუდამ გაზაფხულია, ჩემო დედიკო. მინდა გითხრა, რომ შენგან იმდენი სიყვარული და სითბო მახსოვს, შენთან მოსვლამდე მეყოფა”

,,წვიმს… მოწყენილი და სველი კვამლი ცას ეტმასნება და სადღას ერთვის..” წვიმს… ჩემს ფანჯრის მინებს ღაპაღუპით დასდის ცრემლები . ტირის ქალაქი, ჩემთან ერთად ტირის. ცა თითქოს  ჩუმი საყვედურით მისველებს ფიქრებს… მარტი და წვიმა შენეული ტკივილით ,მტკივა, ჩემო დედიკო!… 18 მარტი შენი სიცოცხლის ბოლო დღე იყო, გარდაიცვალე, Continue reading

სანაპირო


ბათუმი წელიწადის ყველა დროს თავისებურად ლამაზია (არა მხოლოდ ზაფხულში) ზღვა და მზე, წვიმიანი ან თუნდაც თოვლიანი ქუჩები, ზღვა ტალღების ხმა, შორს თოლიები, ქუჩაში მობუზული მტრედები და ბეღურები, ზღვის პირას მეთევზე… მართლაც ზღაპრული და მშვენიერია. გავუყევით სანაპიროს და გაგვახსენდა ძველი ბათუმი,სხვების მონაყოლი, გემებით, ნავებით და მოფუსფუსე ხალხით გადაჭედილი სანაპირო. ახლა კი მხოლოდ რამოდენიმე მობუზულ მეთევზესა და რამოდენიმე ჟანგმოკიდებულ გემს თუ შევამჩნევთ. თებერვალია და დადგა ნანატრი თოვლი . ახლაც კი თოვს. თოლიები სანაპიროს მიუახლოვდნენ და კიდევ ერთხელ გვაუწყებენ რომ ამინდი შეიცვლება . თოვლი ყველას ახარებს, მეთევზეებსაც კი ,, თევზი ნაპირზე გამოვაო” მაგრამ, საათების ლოდინის შემდეგ ანკესს მხოლოდ თითოოროლა პატარა თევზი თუ მოჰყვება . მაგრამ ბათუმი ყველას უყვარს. ის ხომ მშვენიერია…

Continue reading

ჩვენ ერთმანეთისთვის


15 იანვარს TBC ბანკის შენობაში ჩატარდა ღონისძიება რომლის ორგანიზატორები იყვნენ ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და საზოგადოება ,, ბათუმელი” .ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი პატარა მეგობრებიც ( საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები) სადაც მათი მიწვევით ვიმყოფებოდით ჩვენ . ამ ღონისძიებაზე გაიმართა ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა და დაჯილდოება იმ ადამიანების რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მხარში ედგა ამ ორგანიზაციას.

Continue reading