დავინტერესდით არსებობდა თუ არა ქალაქში უსინათლოთა სკოლა .ქალაქის ცნობათა ბიუროში მოვიკითხეთ უსინათლოთა საზოგადოების ტელეფონის ნომერი და დავუკავშირდით ამავე საზოგადოების თავმჯდომარეს.
გრიბოედოვის 67 მიუვალი,მოუწესრიგებელი გზა (საგზაო-სარემონტო სამუშაოები ქალაქის ამ უბანშიც მიმდინარეობს). კითხვა-კითხვით, ხტუნვა-ხტუნვით მივაგენით ამ საზოგადოებას. საკითხავია, როგორ მოძრაობენ ამ გზაზე უსინათლოები, სადაც არცერთი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი არ დადის . გავესაუბრეთ საზოგადოების თავმჯდომარეს, უსინათლოებს.მათგან იმდენად თბილი და დადებითი ემოცია მოდიოდა ,რომ სრულიად დაგვავიწყდა რომ ვესაუბრებოდით უსინათლოებს.საუბრობენ, ხუმრობენ, იქცევიან ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები . არადა შეიძლება რამდენ ტკივილს გრძნობენ .წარმოგიდგენიათ თუნდაც ერთი საათით თვალახვეულმა რომ იაროთ? ალბათ გაგიჭირდებათ სიცოცხლე,გაბრაზდებით ყველაზე და ყველაფერზე .ამ ადამიანებმა კი შეძლეს შიშის , მარტოობის დამარცხება,აღარ არიან სხვებზე დამოკიდებულები.გელა მეკეიძე-წისქვილში მუშაობს,რუსლან შანთაძე ბიბლიოთეკაში.ერთი დირექტორის მოადგილეა, მეორე მცირე მეწარმე, ზოგი დამლაგებელი… რაც შეეხება სკოლას , ასეთი სკოლა აჭარაში არ არსებობს,სადაც ბავშვებს შეეძლებათ განათლების მიღება და ბრაილის შრიფტის შესწავლა.
რუსლან შანთაძემ ბრაილის შრიფტი თავისით შეისწავლა და ეხლა სხვას ეხმარება.











